Tuesday, December 10, 2013

"პეტრა"



ჩაი ‘’პეტრა’’ (სამაია)


ჩაი ”სამაია” იწარმოება ”აგროფირმა ქობულეთის” მიერ.

შ.პ.ს. ”აგროფირმა ქობულეთი” შეიქმნა 2007 წელს ქობულეთის ჩაის ფაბრიკის ბაზაზე. საწარმო აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა 1985 წელს, როგორც ჩაის გადამამუშავებელი საწარმო.

ძირითადი საწარმოო კორპუსი განთავსებულია 7200 კვ.მ. ფართზე და წარმოადგენს თანამედროვე ტიპის მეტალისა და ბეტონის კონსტრუქციას.

საწარმო აღჭურვილია ჩაის გადამუშავებისათვის საჭირო ყველა დანადგარით. წარმოების პროცესში გამოიყენება 4 ინდური ტიპის ჩაის საღნობი მოწყობილობა ”ტროფი”, 15 სხვადასხვა მოცულობის ჩაის საგრეხი როლერი, საფერმენტაციო დანადგარი, 4 სახმობი ღუმელი, ჩაის დამხარისხებელი 2 დამოუკიდებელი ხაზი და ჩაის საკუპაჟე დოლი.

პროდუქციის დაფასოება წარმოებს ცალკე საამქროში, რომელიც აღჭურვილია თურქული კომპანია ”ტამ-ტაში”-ს წარმოების ჩაის დამფასოებელი ავტომატით და იტალიური კომპანია ”IMA”-ს წარმოების ერთჯერადი მოხმარების ჩაის პაკეტების დამამზადებელი მანქანით.

კომპანიას ასევე გააჩნია 900 კვ.მ. ფართზე განთავსებული სასაწყობე მეურნეობა, ორსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, ლაბორატორია და სასადილო მუშა-მოსამსახურეთათვის.

შ.პ.ს. ”აგროფირმა ქობულეთი” საკუთრებაში ფლობს 460 ჰ. ჩაის პლანტაციებს, რომელიც საწარმოდან საშუალოდ 15 კმ. რადიუსში არიან განლაგებული. პლანტაციები მდებარეობენ ქობულეთის რაიონის ეკოლოგიურად სუფთა ზონაში.

საწარმოს წლიური სიმძლავრე 700 ტონა მზა პროდუქციას შეადგინა.