ჩაი და ჯანმთელობა


ჩაი და ჯანმრთელობა

ბოლო დროს ჩაის დადებით ზეგავლენაზე ჯანმრთელობაზე მრავალი კვლევა ჩატარდა და ბევრი დაიწერა, თუმცა, ჩაის სმის სარგებლობის შესახებ ათასწლეულებია, რაც ცნობილია. ჩაის დადებითი თვისებები მის ანტიოქსიდანტურ და ანტიბაქტერიულ შემცველობაში მდგომარეობს.
ანტიოქსიდანტები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებენ სისხლძარღვების მდგომარეობას და იცავენ ორგანიზმს ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარებისგან, ამავე დროს, ანტიბაქტერიული შემადგენლები ამცირებენ ანთებით პროცესებს და ამით ანელებენ ასაკობრივ ცვლილებებს.
ჩაი და ანტიოქსიდანტები
ჩაი ბუნებრივი წყაროა ძლიერი ანტიოქსიდანტებისა, რომლებიც იცავენ უჯრედებს .. თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან ჩვენს ორგანიზმზე. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ჩაი, როგორც შავი, ისე მწვანე, ცხელი თუ ყინულიანი, ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩაი და ვიტამინები
ჩაი მდიდარია კალიუმით და მანგანუმით, აგრეთვე A, B6, B1 და B2 ვიტამინებით. კალიუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური გულისცემის შენარჩუნებისათვის, მანგანუმს კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძვლების ზრდისა და მთლიანად განვითარებისათვის.
ჩაი და კოფეინი

კოფეინი, რითიც მდიდარია ჩაი, ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვიულ სისტემას და სუნთქვას. იგი აგრეთვე ახდენს დადებით ზეგავლენას ნივთიერებათა ცვლაზე.

No comments:

Post a Comment