ჩაის დაყენება
დასაყენებელი ჩაის რაოდენობა
დამოკიდებულია
ჩაის ნაირსახეობაზე,
რადგან სხვადასხვა სახის ჩაის სხვადასხვა სიმკვრივე გააჩნია. მაგალითად, 1 კგ. ფოთლოვან ჩაის ბევრად დიდი მოცულობა აქვს, ვიდრე გრანულირებულ
ჩაის. იდეალურ ვარიანტში, უმჯობესია ჩაი აიწონოს. მიღებული რაოდენობაა 1 გრამი ჭიქაზე სუსტი ჩაისათვის ან 2 გრამი მაგარი ჩაისათვის. თუმცა, რადგან ჩაის აწონვა ყოველი დაყენებისათვის
არ არის მოხერხებული, რეკომენდირებულია
ვიხმაროთ დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი სუსტი ჩაის დასაყენებლად
ან სავსე ჩაის კოვზი მაგარი ჩაის დასაყენებლად.
გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდია ჩაის ფოთოლი, მით უფრო დიდი რაოდენობაა საჭირო ჩაის სწორად დასაყენებლად.
შავი ჩაის
დასაყენებლად
იხმარეთ მდუღარე წყალი, ხოლო მწვანე ჩაის შემთხვევაში, უმჯობესია მდუღარე წყალი გავაცივოთ 2 წუთი და შემდეგ ვიხმაროთ იგი ჩაის დასაყენებლად.
ჩაი უმჯობესია
დავაყენოთ ფაიფურის ჩაიდანში. ჩაის ჩაყრამდე ჩაიდანში, სასურველია გავათბოთ იგი. ამისთვის ჩავასხათ მასში მდუღარე წყალი და 5-10 წამის მერე გადმოვასხათ. ამის მერე ჩავყაროთ ჩაიდანში სასურველი რაოდენობის ჩაი (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ჭიქაზე) და დავაყენოთ.
სრული გემოსა და არომატის მისაღებათ, შავი ჩაი დავაყენოთ 5-6 წუთი, ხოლო მწვანე ჩაი 3-4 წუთი.
No comments:
Post a Comment