ქართული ჩაის ისტორია


საქართველოში ჩაი XVIII საუკუნიდან არის ცნობილი. ისტორიული წყაროებით, 1770 წელს რუსეთის დედოფალს ეკატერინე მეორეს ერეკლე მეფისათვის გამოუგზავნიასამოვარიდა ჩაის ჭურჭელი, რაც იმას მოწმობს, რომ ჩაის სასმელი დიდად დაფასებული ყოფილა მეფის სასახლეში. ჩაის სმის ტრადიცია სამეფო კარიდან გავრცელებულა ჯერ დიდებულებში, შემდეგ დაბალ ფენებში.
ცნობილია ისტორიკოს პლატონ იოსელიანის მონაცემები ჩაის სმის შესახებ საქართველოში მე-18 საუკუნის ბოლოს. მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩაი ფართოდ გავრცელებულია თბილისში. ძალზე პოპულარული იყო ჩაის სმა აბანოში.
პირველი ჩაის მცენარე საქართველოში, კერძოდ სოხუმში, 1842 წელს შემოიტანეს ყირიმიდან. 1847 წელს თავად ვორონცოვის ინიციატივით ჩაის ნერგები დარგეს ბათუმში, ოზურგეთის სანერგეში, საიდანაც იქნა აღებული პირველი დუყები და ეს ჩაი გახდა ამ კულტურის წინამორბედი საქართველოში. სოხუმის რაიონში შემოტანილი ჩაის ბუჩქი დარჩა როგორც დეკორაციული მცენარე და მას საწარმოო მიზნით გამოყენება არ ჰქონია.
ოზურგეთში გაშენებული პლანტაციები დაარბიეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, თუმცა გადარჩენილი ჩაის ბუჩქები გადაიტანეს და გააშენეს მეურნე თავად . ერისთავის მამულში, სადაც 1860 წელს დამზადდა სამამულო ჩაის პირველი ნიმუშები.
ჩაქვის პლანტაციებში (დაარსებულია 1883 წელს . პოპოვის მიერ, რომელმაც ამ მიზნით სპეციალურად მოიწვია ჩინელი სპეციალისტი დიაო ჯონჯაუ) დამზადებულმა ჩაიმ პირველი ადგილი დაიკავა 1900 წელს პარიზში გახსნილ ნაწარმთა გამოფენაზე. ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ საქართველოს ზღვისპირა რაიონებში კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელი იყო ჩაის კულტურის გაშენებისათვის.


No comments:

Post a Comment